LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინული მედია: ზელენსკი რადას ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივებას სთავაზობს

90
ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყანაში საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების ინიციატივით გამოდის. 

უკრაინული მედიის ინფორმაციით, შესაბამისი კანონპროექტი უკრაინის უმაღლეს რადაში დღეს დარეგისტრირდა.

დოკუმენტის ტექსტი პარლამენტის ვებგვერდზე ჯერ არ გამოქვეყნებულა.

შეგახსენებთ, 24 თებერვალს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის გამო, საომარი მდგომარეობა გამოაცხადა.

14 მარტს ზელენსკიმ უმაღლეს რადას წარუდგინა საომარი მდგომარეობის გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი, რომელიც  15 მარტს უზენაესმა რადამ დაამტკიცა – შესაბამისად, უკრაინაში საომარი მდგომარეობა 26 მარტიდან 25 აპრილამდე გახანგრძლივდა.

ამის შემდეგ საომარი მდგომარეობა პრეზიდენტის ინიციატივითა და რადას მიერ დამტკიცებით, კიდევ ერთხელ – 21 აპრილიდან გახანგრძლივდა.

ზელენსკიმ უკრაინის უმაღლეს რადას, საომარი მდგომარეობის 24 ივნისამდე გახანგრძლივების შესახებ კანონპროექტი წარუდგინა

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე: ომი უკრაინაში

mazda magti 5g