CNN-ის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ხერსონის რაიონში რუსული ლოგისტიკის შეფერხების მიზნით სამი ხიდი დაბომბა. ამის შესახებ ხერსონის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი დმიტრო ბუტრი აცხადებს.
„უკრაინელი სამხედროები სიზუსტით და ეფექტურად მუშაობენ მოწინააღმდეგის საწყობებზე, ცოცხალი ძალის დაგროვებაზე და მტრის ლოგისტიკურ ჯაჭვებზე. რუსები დაზიანებული ხიდების აღდგენას ცდილობენ.“, – აცხადებს ბუტრი.