LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკურნებელ სენთან ბრძოლა და ურთულესი გზა – „მე ვარ სელინ დიონი“ – არტისტის ბიოგრაფიულ ფილმს უშვებს

220
page

როგორც ცნობილია, 55 წლის სელინ დიონს 2022 წელს უიშვიათესი ნევროლოგიური დაავადება, „გაშეშებული კაცის სინდრომი“ დაუდგინეს. ის იძულებული გახდა მუსიკალური ტურნე შეეჩერებინა და დღემდე ინტენსიური მკურნალობის კურსს გადის. ერთი თვის წინ არტისტის დამ გამოცემას ინტერვიუ მისცა და სელინის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი განცხადებით, მომღერლის მდგომარეობა სულ უფრო და უფრო მძიმდება, თუმცა, ის სცენაზე დაბრუნებაზე კვლავ ოცნებობს და არ ნებდება.

„კუნთების მოძრაობის კონტროლი უჭირს” – 55 წლის სელინ დიონის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ახალი დეტალები გახდა ცნობილი

ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ არტისტი ბიოგრაფიულ ფილმზე მუშაობს. „მე ვარ სელინ დიონი“, ასე ერქმევა ფილმს, რომელშიც უკურნებელ სენთან ბრძოლის ეტაპი იქნება აღწერილი. გარდა ამისა ასახული იქნება მნიშვნელოვანი მომენტები მისი ცხოვრებიდან. სხვა დეტალები ამ ეტაპისთვის უცნობია.

წონაში მომატებული, ღიმილით სახეზე – მძიმე დიაგნოზთან მებრძოლი სელინ დიონი, დიდი პაუზის შემდეგ, პირველად გამოჩნდა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები