LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე ცნობილია, თუ  როდის ვიხილავთ Game of Thrones-ის სპინოფს

87
house-of-the-dragons

თუკი თქვენც ტრაგიკულად განიცადეთ სატელევიზიო ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გახმაურებული სერიალის, Game of Thrones-ის დასრულება, თქვენთვის სასიხარულო სიახლე გვაქვს. სულ ცოტა ხნის წინ გავიგეთ, რომ  HBO სერიალის სპონოფს იღებს, ახლა კი მისი გამოსვლის სავარაუდო თარიღიც გახდა ცნობილი.

HBO-ს დირექტორის, კეისი ბლოისის თქმით, სერიალს 2022 წელს ვიხილავთ. როგორც ირკვევა,  ყინულისა და ცეცხლის სიმღერის სერიის ავტორი, ჯორჯ მარტინი და სცენარისტი, რაიან კონდალი  ახალი შოუს სცენარზე უკვე მუშაობენ.

დრაკონების სახლი – ასე ერქმევა ახალ სერიალს, რომელიც Game of Thrones-ში აღწერილ სიუჟეტამდე 300 წლით ადრე განვითარებულ მოვლენებზე მოგვითხრობს.

https://www.youtube.com/watch?v=gBP0aldKn0o

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები