LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე დაცვის მხარესაც აღარ ეპარება ეჭვი, რომ მკვლელობა ხუთივე ბრალდებულმა ჩაიდინა: შაქარაშვილის საქმის პროკურორი

128
დავით ყაზარაშვილი

„ბრალდების მხარემ გასულ სხდომაზე დასკვნითი სიტყვის წარმოთქმა დაასრულა და კიდევ ერთხელ, სასამართლოში ხაზი გაუსვა იმას, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობა  ხუთივე ბრალდებულის მიერაა ჩადენილი, ჩემი აზრით ამაში, ეჭვი დაცვის მხარესაც აღარ ეპარება,” – ამის შესახებ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმის პროკურორმა, დავით ყაზარაშვილმა განაცხადა.

როგორც პროკურორმა აღნიშნა, ადვოკატების პოზიცია ჰაერში გასროლილი სიტყვებია. მისივე თქმით, ადვოკატები ზღაპრებს ჰყვებიან, რისიც უკვე აღარავის სჯერა. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას, ყაზარაშვილი მიიჩნევს, რომ დაცვის მხარეს სათქმელი ბევრი არაფერი აქვს.

“ბრალდებულების, ნიკოლოზ რევაზიშვილის და ვასილ მახარაძის დაკითხვის შედეგად, ის სიცრუე გამოვლინდა, რომელშიც ისინი სასამართლო პროცესზე გამოიჭირეს და თავადაც ვერ მოუძებნეს ახსნა იმ ტყუილებს, რომელსაც სასამართლო პროცესზე ამბობდნენ,”- დასძინა პროკურორმა.

მისივე თქმით, ნიკოლოზ რევაზიშვილის ჩვენებით დადასტურდა ყველა ტყუილი, რაც იქამდე დაცვის მხარის მიერ იყო ნათქვამი.

“მთელი ამ პროცესების განმავლობაში, არჩილ გაგნიძე და ნიკოლოზ რევაზიშვილი აპელირებდნენ, რომ თითქოს, „გუგლმეფში“ დამახსოვრებული იყო გადაადგილების შესახებ ზუსტი ინფორმაცია და თურმე, გამოძიებამ ეს ინფორმაცია წაშალა,”- განაცხადა პროკურორმა და დაამატა, რომ სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ არცერთ მათგანს მომხდარი ფაქტის დროს ჩართული არ ჰქონდა ინტერნეტი.

“ნიკა რევაზიშვილს ათქმევინა ყველამ თავისი სათქმელი სასამართლოს წინაშე, თუმცა, მანაც სასამართლოში ბოლომდე ვერ მიიტანა ეს ყველაფერი, ვინაიდან ის თავიდან ბოლომდე ცრუობდა. რაც შეეხება ბრალდებულების საბოლოო სიტყვას, მათ სასამართლოში ჩვენება არ მისცეს, რადგან როგორც რევაზიშვილის შემთხვევაში, აირეოდნენ და სასამართლომდე ელემენტარულ სათქმელს ვერ მიიტანდნენ. მათ ურჩევნიათ, ჩვენება მისცენ იმ პირობებში, როცა კითხვა არ დაისმება და ამ პირობებში უფრო მეტი ტყუილის თქმას შეძლებენ სასამართლოში. თუმცა, ყველა მათი ტყუილი უკვე გამოკვეთილია და არავინ დაიჯერებს იმ ზღაპრებს, რასაც დაცვის მხარე ჰყვება”, – განაცხადა ყაზარაშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g