LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება: გიორგი ფხაკაძე

2881
giorgi fxakadze

მსოფლიომ ისწავლა როგორ მართოს ეპიდემია. ახლა ბევრი რამ ვიცით, როგორ უნდა ვმართოთ და რა უნდა გავაკეთოთ და არა. ვვარაუდობ, რომ უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება, ევროპა ახალ წელს დაცულად შეხვდება – ამის შესახებ რადიო “ფორტუნას” ეთერში გიორგი ფხაკაძემ ისაუბრა და გადაცემაში “კვირის თემა”  მსოფლიოში არსებული ეპიდვითარება შეაფასა.

“სამწუხაროდ, ამ ბიოლოგიურ ომში პრაქტიკულად, იგებენ მდიდარი ქვეყნები, რომლებიც თავიდან დაბნეულები იყვნენ, მაგრამ ახლა მთლიანად ხდება ყველანაირი რესურსის მობილიზება.

ჩვენ უკვე ვხედავთ, რომ ევროპასა და შეერთებულ შტატებში ეპიდემია არის კონტროლის ქვეშ. არის რაღაც აფეთქებები, მაგრამ ზოგადად, კონტროლის ქვეშ არის და ალბათ, უკვე სექტემბრიდან ძალიან კარგი შედეგები გვექნება და ახალ წელს ევროპა შეხვდება საკმაოდ კარგად, უფრო უსაფრთხოდ და დაცულად.”

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტის თქმით, მიუხედავად მისი ასეთი პროგნოზისა, საქართველოში არსებული ვაქცინაციის ტემპის მიხედვით, კორონავირუსისგან თავდასაცავად ყველაზე ეფექტიან საშუალებად კვლავ პირბადე რჩება.

“ერთადერთი გამოსავალი არის სამედიცინო პირბადე, ამაზე უკეთესი გამოსავალი არ არსებობს.

მე წამოვიწყე ეს კამპანია და სხვათაშორის, თქვენი დახმარებით, თქვენი მსმენელების დახმარებით, შევძელით, რომ ჩვენ გვაქვს ეს სამედიცინო პირბადე ქვეყანაში ძალიან დაბალ ფასში და მაღალ ხარისხში.

“არ აქვს მნიშვნელობა თქვენ გაიკეთეთ ვაქცინის ერთი დოზა თუ ორი – ჩინური თუ ფაიზერი, ყველამ უნდა ატაროს პირბადე.” 

რა თქმა უნდა, როდესაც ხართ ტყეში არ უნდა გამოიყენოთ, მაგრამ სადაც ხედავთ, რომ არის ხალხმრავლობა – დისტანცია კი 2 მეტრზე ნაკლები, ჩემი რჩევაა, დაიცავით თქვენი თავი. ეს არის ყველაზე კარგი ვაქცინა და წამალი. სამედიცინო პირბადეზე უკეთესი არაფერი გვაქვს ჯერ-ჯერობით და მომავალში ვნახოთ,” – განაცხადა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა გიორგი ფხაკაძემ ნინი ხუგაშვილთან სტუმრობისას და განსაკუთრებული ყურადღება ბავშვებთან მიმართებაში გაამახვილა:

“დელტა ვირუსი აღარ ზოგავს არც ბავშვს, არც დიდებს და არც მოხუცებს. სამწუხაროდ, ბავშვებში არის უფრო ვერაგი. ადრე გვეგონა, რომ ბავშვებს პირბადე არ უნდათ.  ჩემი მეგობრებისადმი არის შემდეგი სახის რეკომენდაცია, რომ ახლა, 2 წლიდან ბავშვებმაც აუცილებლად უნდა გამოიყენონ პირბადეები.”

 

 

გიორგი ფხაკაძე: თქვენი და თქვენი მსმენელების დახმარებით შევძელით, რომ დღეს პირბადე ქვეყანაში არის ძალიან დაბალ ფასში

გიორგი ფხაკაძე: ბავშვებმა 2 წლიდან უნდა გამოიყენონ პირბადეები, ეს არის ერთადერთი გამოსავალი

“ფაიზერით” ავიცერი, ნიახური ხომ არ ვარ, მეორეჯერ მოვიდე: გიორგი ფხაკაძე

აგვისტოს თვეში, პრაქტიკულად, ჩვენ უკვე გადავალთ დელტა შტამზე: ფხაკაძე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები