LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ყინულის ტბა ყაზბეგში, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიასთან მდებარეობს [ფოტოები]

1835
65855956_2570131576359737_8431385586505351168_o

ყაზბეგში, ზღვის დონიდან 3081 მეტრზე, ყელის ტბის ზეგანზე ულამაზესი ყელიწადის ტბა მდებარეობს. ეს ადგილი ე.წ. საზღვართან ძალიან ახლოსაა და ტბასთან მოხვედრა, მხოლოდ ფეხითაა შესაძლებელი.

ველურ ბუნებაში, ეს თავისთავად შექმნილი სილამაზე, ბევრს არ უნახავს – ზოგს მარშრუტის სირთულის, ზოგს სიშორის, ზოგსაც ინფორმაციის არქონის გამო. თუმცა ვინც ნახა, მისით ყველა მონუსხულია.

კამპანია „გაატარე ზაფხული საქართველოში“-ს ფარგლებში, ლევან გეჯაძემ ამ ადგილის საოცარი ბუნება და გარემო, საზოგადოებას ტურისტული კომპანია Green Zebra-ს ფოტოებით შეახსენა.

photo credit: Green Zebra

 

ლავური ნაკადით შეგუბებული ტბა თოვლის, მიწისქვეშა და წვიმის წყლით საზრდოობს. 8-9 თვის განმავლობაში ყინულით არის დაფარული და გასაკვირიც არ არის, რომ ტბაში თევზი არ ცოცხლობს.

ამ ადგილზე მისასვლელად ფეხით 30-32 კმ-ის გავლა მოგიწევთ.  სტანდარტული ტურები ამ მიმართულებით, დაახლოებით 2-3 დღეზეა გაწერილი.

გზად, შეგხვდებათ სხვადასხვა ღირსშესანიშნაობები: ხორისარის ზეგანი, მთა ხორისარი, ყელიწადის ტბა, თრუსოს ხეობა და ა.შ.

ყელიწადის ტბიდან ასი მეტრის მოშორებით ოკუპირებული სამაჩაბლოს დე-ფაქტო საზღვარი გადის, ამიტომ Green Zebra გაფრთხილებთ, რომ თუ აქ ამოსვლას გადაწყვეტთ, აუცილებლად დაგჭირდებათ საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ გაცემული სპეციალური საშვი.

 

ნახეთ ასევე: ულამაზესი სოფელი ვანში გოგირდის გეიზერებით, რომლის შესახებაც ბევრს არ სმენია [ფოტოები]

 

შეგახსენებთ,  პუტინის მუქარისა და ბრძანების შემდეგ, რუსეთიდან ფრენების გაუქმებასთან დაკავშირებით, საზოგადოებამ სპონტანურად წამოიწყო კამპანია #გაატარეზაფხულისაქართველოში. კამპანიის ფარგლებში, საზოგადოება (როგორც ქართველი, ასევე უცხოელი ტურისტები) ერთმანეთს იმ ლამაზ ადგილებს უზიარებენ, სადაც ნამყოფები არიან. გარდა ამისა, უამრავი ადამიანი, ერთი ახალი ინიციატივით გამოეხმაურა – ისინი ტურისტებს უფასო საცხოვრებელს სთავაზობენ.

ზურაბიშვილის პასუხი პუტინს: ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო [ვიდეო]

მართალია, ტურიზმის სფეროს ნაწილი, პუტინის ამ განცხადების გამო შეშფოთებულია, თუმცა ექსპერტები იმედოვნებენ, რომ რუსეთიდან დანაკლისს, რაც დაახლოებით 200-300 მილიონი დოლარის ფარგლებში იქნება, სხვა ქვეყნები აანაზღაურებენ.

პუტინმა კარგი რეკლამა გაგვიკეთა, მთავრობა კი შანსის გამოყენებას აგვიანებს

magti 5g