LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზურაბიშვილის პასუხი პუტინს: ტურისტები უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო [ვიდეო]

7581
1537424305

თბილისში საპროტესტო გამოსვლებისა და არეულობის დაწყებაში საქართველო და რუსეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ. ეს ყველაფერი კი რუსი დეპუტატის საქართველოს პარლამენტში გამოჩენას მოჰყვა – ასე იწყება ევრონიუსის მასალა, რომელიც მათ ვებ-გვერდზე დღის მთავარი თემაა. 

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

საკითხზე, ევრონიუსთან ექსკლუზიურ ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველომ პროცესების დეესკალაცია უნდა შეძლოს, რადგან არეულობა არც ქვეყანას სჭირდება და არც ევროკავშირს.

ზარი პრეზიდენტთან გუშინ შედგა, როცა პარლამენტის წინ მომიტინგეები მესამედ შეიკრიბნენ.

“ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება სიმშვიდე და სტაბილურობა, რადგან ამაშია ჩვენი ძალა. რუსეთთან პოლიტიკური პრობლემები გვაქვს და ვიმედოვნებთ, ერთ დღესაც, ეს ყველაფერი მოგვარდება,” – განაცხადა ზურაბიშვილმა.

აღსანიშნავია, რომ სერგეი გავრილოვის საქართველოში ვიზიტის შემდეგ დაწყებულ არეულობაზე, მიტინგზე, დარბევაზე და პროტესტზე რუსეთის მიმართ, პრეზიდენტმა პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან ფრენების შეწყვეტის განკარგულება გასცა. რუსი დეპუტატები კი ტურისტებს მოუწოდებენ, რომ საქართველოში ვიზიტისგან თავი შეიკავონ.

რუსეთის პრეზიდენტის ამ რეაქციაზე სალომე ზურაბიშვილის პასუხი ასეთია: 

პუტინმა 8 ივლისიდან საქართველოსთან საჰაერო მიმოსვლა დროებით აკრძალა

ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

“ტურისტები კვლავ უნდა ჩამოვიდნენ, რადგან უყვართ საქართველო, პოლიტიკოსებმა კი უნდა გადაჭრან პრობლემები, რომლებიც, მომხდარის გამო, ფსკერზეა. ამ საკითხების გადაჭრა გულისხმობს საქართველოს ტერიტორიების გაერთიანებას და ყველაფრის მიუხედავად, ამან გავლენა არ უნდა იქონიოს ტურისტებზე, მოსახლეობაზე და იმ მშვიდობიან გარემოზე, რომელიც საქართველოშია”.

პრეზიდენტმა ასევე, ხაზი გაუსვა იმას, რომ საქართველოს მომავალი ნაბიჯები მშვიდობიანია და მისი ერთადერთი გეზი ევროკაშირისკენაა.

პრეზიდენტის ინტერვიუს პარალელურად, ევრონიუსის ეთერში, დარბევის კადრები გადიოდა.

აღსანიშნავია, რომ სალომე ზურაბიშვილს სერგეი გავრილოვის ვიზიტთან და შემდეგ აქციის დარბევასთან დაკავშირებით, თავიდანვე მკაფიო პოზიცია ჰქონდა.

თბილისში, სერგეი გავრილოვის საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში ჩაჯდომის შემდეგ, მრავალათასიანი გამოსვლები დაიწყო – პროტესტის პირველი ტალღის შემდეგ, გავრილოვი დაცვით, უკან, რუსეთში გააბრუნეს. პირველ დღეს მომიტინგეები, ამ ვიზიტის ორგანიზატორებისა და ირაკლი კობახიძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვდნენ. პარლამენტში შეჭრის მცდელობის შემდეგ, აქცია სპეცრაზმმა დაარბია. დაშავდა და დააკავეს ასობით მშვიდობიანი დემონსტრანტი. მათ შორის რამდენიმემ სერიოზული დაზიანებები მიიღო და ამ დრომდე საავადმყოფოში იმყოფებიან.

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! - სალომე ზურაბიშვილი რუსი დეპუტატების ჩამოსვლას გმობს

რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია.

დარბევის შემდეგ, პირველი მოთხოვნა შესრულდა – ირაკლი კობახიძემ და ვიზიტის ორგანიზატორმა ზაქარია ქუცნაშვილმა თანამდებობები დატოვეს, თუმცა პროტესტის მეორე ტალღა დარბევის გამო აგორდა – მომიტინგეები ახლა შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომას ითხოვენ. 3 დღეა აქციები უშედეგოდ იმართება. თუ მინისტრი არ გადადგება, მომიტინგეები დღესაც პარლამენტის წინ შეიკრიბებიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g