რუსეთის პრეზიდენტმა ბრძანებას მოაწერა ხელი, რომლის თანახმადად 8 ივლისიდან რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში რუსეთის მოქალაქეების გადაყვანა ეკრძალებათ. ინფორმაცია კრემლის ვებგვერდზე გავრცელდა.

ამასთან, ტურისტულ ოპერატორებსა და სააგენტოებს აკრძალვის პერიოდში საქართველოში ტურების დაგეგმვაზე უარის რეკომენდაცია მიეცა.

გარდა ამისა, ვლადიმერ პუტინმა ხელისუფლებას დაავალა, რომ საქართველოში მყოფი რუსეთის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყონ.

 

მსგავსი თემები