LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულტრამოკლე კაბა და ღრმა დეკოლტე – ჰოლი ბერი არ ბერდება

39

დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, 51 წლის ჰოლი ბერიმ შეძლო და დროს აჯობა, ის არაჩვეულებრივ ფორმაშია.

მსახიობმა იცის საკუთარი სხეულის უპირატესობა და ყოველთვის, როდესაც ამისი შანსი აქვს, მას მაქსიმალურად წარმოაჩენს.

ასე მოხდა „ოსკარის“ შემდგომ წვეულებაზე, სადაც ბერი Zuhair Murad-ის ულტრამოკლე კაბაში გამოცხადდა, ეთნიკური პრინტითა და საკმაოდ ამოღებული დეკოლტეთი. აქსესუარებიდან მან არჩევანი მხოლოდ დიდი ზომის ბეჭედზე გააკეთა, მაკიაჟიც მაქსიმალურად ბუნებრივს მიუახლოვა.

თაყვანისმცემლები ერთხმად თანხმდებიან, რომ ჰოლი ბერი უბერებელი და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე სასურველი ქალია, რომელიც უამრავ ახალგაზრდაზე უკეთ გამოიყურება.

(ფოტოები)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები