LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას – ნატო

48
ნატო-ს ოფისი

ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმების“ დაწყებასთან დაკავშირებით, ნატო განცხადებას ავრცელებს და უმკაცრესად გმობს რუსეთთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას.

როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, მოკავშირეები არ აღიარებენ და არც არასოდეს აღიარებენ რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიას და მტკიცედ რჩებიან უკრაინის პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის კუთხით.

„ჩვენ უმკაცრესად ვგმობთ რუსეთის ფედერაციასთან შეერთებასთან დაკავშირებით ე.წ. „რეფერენდუმის“ ჩატარების გეგმას უკრაინის რეგიონებში, რომლებსაც ნაწილობრივ რუსი სამხედროები აკონტროლებენ.

დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიესა და ხერსონის ოლქებში ყალბ რეფერენდუმებს არ აქვთ ლეგიტიმაცია და იქნება გაერო-ს ქარტიის აშკარა დარღვევა. ნატო-ს მოკავშირეები არ აღიარებენ მათ უკანონო და არალეგიტიმურ ანექსიას.

ეს მიწები უკრაინაა. მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფოს, უკუაგდონ რუსეთის ტერიტორიული დაპყრობის აშკარა მცდელობები“, – ნათქვამია განცხადებაში.

magti 5g