LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის დონეცკის, ლუგანსკის, ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს იწყება

49
რეფერენდუმი უკრაინაშ

რუსული მედიის ინფორმაციით, ოკუპირებულ დონეცკისა და ლუგანსკის, ასევე ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებში რუსეთთან შეერთების შესახებ ე.წ. „რეფერენდუმები“ დღეს იწყება.

ე.წ. დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში მოსახლეობამ „რეფერენდუმის“ მხოლოდ ერთ კითხვას უნდა უპასუხონ: „მხარს უჭერთ თუ არა რესპუბლიკის შესვლას რუსეთში ფედერაციის სუბიექტის სახით?“

რაც შეეხება ხერსონისა და ზაპოროჟიეს ოლქებს, აქ 3 კითხვა იქნება დასმული:

„გსურთ თუ არა უკრაინისგან გამოყოფა, დამოუკიდებელი სახელმწიფოების შექმნა და რუსეთთან შეერთება?“

ე.წ. „რეფერენდუმები“ 27 სექტემბრამდე გაგრძელდება.

mazda magti 5g