უმრავლესობიდან გასული 6-ვე დეპუტატი შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტს უერთდება. ამის შესახებ ინფორმაცია “ფორტუნას” პრესსამსახურმა დაუდასტურა.
4 დეპუტატი – გიორგი ხოჯევანიშვილი, ანა ბუჩუკური, ბექა ლილუაშვილი და შალვა კერესელიძე შეთანხმების ტექსტს დღეს ხელს მოაწერს. რაც შეეხება დანარჩენ ორს – ალექსანდრე მოწერელია თბილისში არ იმყოფება, მიხეილ დაუშვილს კი კოვიდ- 19 აქვს.
ოპოზიციის ნაწილმა და ხელისუფლებამ შარლ მიშელის დოკუმენტს ხელი მოაწერეს