LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მოვუწოდებ მიმართონ პროფკავშირების გაერთიანებას – ირაკლი პეტრიაშვილი

796
petriashvili-irakli (2)

„უმუშევრად დარჩენილ მოქალაქეებს მოვუწოდებ მიმართონ საქართველოს პროფკავშირების გაერთიანებას“,- ამის შესახებ დამსაქმებლისა და თანამშრომლების პრობლემაზე საუბრისას “ფორტუნას“ ეთერში პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სამსახურში არასათანადო პირობებში მუშაობის გამო მიმართვიანობა ბევრია.

არასათანადო პირობები, უხელფასო შვებულებები, ხელფასის დაკლება, სამუშაოდან განთავისუფლება, ამ კუთხით ადამიანებისგან მომართვიანობა დიდია. ყველა ეს პროცესი არის მოსაგები.იმისასთვის, რომ მარტივად მოგვარდეს აღნიშუნლი პრობლემა, საჭიროა შრომის ინსპექციებს მიეცეთ შესაბამისი მანდატი“,-აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

მისი თქმით, უსამართლობას და სასამართლო გზით მოპოვებულ სამართალს დღეის მდგომარეობით თან ახლავს არასტაბილური მდგომარეობა, რაც პანდემიის გამოა გამოწვეული.

„გარემო არასტაბილურია, რაც პანდემიითაა გამოწვეული და ეს მალე არ დამთავრდება. ის რაც მთავრობამ გააკეთა, წარმატბით აკეთებს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. თუ გვყავს ჯანდაცვის კარგი მინისტრი, მინდა რომ შრომის მიმნისტრიც კარგი გვყავდეს, რათა გაითავისოს ის პრობლემები რაც დღეს დასაქმებულ ადამიანებს აწუხებს“,- აღნიშნა ირაკლი პეტრიაშვილმა.

საქართველოს პროფესიული კავშირების გაერთიანებამ მანიფესტი გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ უმუშევრად დარჩა ვაჭრობის სექტორში დასაქმებული 100 ათასამდე მოქალაქე. ასევე შემოსავლის გარეშე აღმოჩნდნენ მძღოლები, ძიძები, რეპეტიტორები, დამლაგებლები, რომელთა საერთო რაოდენობა 40 ათასს აღწევს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g