გერმანიის მოქალაქე შანი ლუკი, რომელიც ქვეყანაში ფესტივალზე იმყოფებოდა, „ჰამასის“ ტერორისტებმა ისრაელში შეჭრის პირველივე დღეს ტყვედ აიყვანეს, შესაძლოა, ცოცხალი იყოს.
„ჰამასი“ ისრაელის მიერ ღაზას დაბომბვის საპასუხოდ მძევლების სიკვდილით დასჯით იმუქრება
ამის შესახებ, დედამ ვიდეო მიმართვაში განაცხადა და თქვა, რომ მისი ქალიშვილი მძიმე მდგომარეობაშია და ღაზას სექტორის საავადმყოფოში იმყოფება. დაზარალებულს სასწრაფო ევაკუაცია სჭირდება.
გერმანულ მედიასთან საუბრისას რიკარდა ლუკმა აღნიშნა, რომ ახლა აქვთ იმის მტკიცებულება, რომ შანი ცოცხალია.
„სერიოზული ტრავმა აქვს თავის არეში და კრიტიკულ მდგომარეობაშია. ყოველი წუთი ძვირფასია“, – თქვა მან.
გატაცებულის დედამ გერმანიის ფედერალურ ხელისუფლებას თხოვნით მიმართა, ქალიშვილის გადასარჩენად დაეწყოთ ოპერაცია ღაზაში, რომელსაც „ჰამასი“ აკონტროლებს.
ისრაელი სრულ შეტევაზე გადადის, ისინი ამ მომენტს ინანებენ, ღაზა არასდროს დაუბრუნდება იმას, რაც იყო - ისრაელის თავდაცვის მინისტრი
„ვინც თავების მოჭრამდე, ქალების, ჰოლოკოსტს გადარჩენილი ადამიანების მკვლელობამდე მივა - ჩვენ მათ მთელი ძალით და კომპრომისის გარეშე მოვსპობთ”
„თქვენ უნდა იმოქმედოთ სწრაფად და გამოიყვანოთ შანი ღაზას სექტორიდან!“ – მიმართა მან გერმანელი მაღალჩინოსნებს.
შეგახსენებთ, რომ 30 წლის შანი ლუკი „ჰამასის“ ტერორისტებმა გაიტაცეს. შემდეგ კი სოციალურ ქსელებში გაავრცელეს კადრები, სადაც ჩანდა, რომ დაჯგუფების წევრები მისი შიშველი სხეულზე ისხდნენ, გარშემო დარბოდნენ, აფურთხებდნენ.
გავრცელებულ ინფორმაციებში „ჰამასი“ ამტკიცებდა, რომ ცხედარი ებრაელი ქალი ჯარისკაცის იყო, თუნცა მოგვიანებით გერმანელმა ტომასინა ვეინტრაუბ ლუკმა დაადასტურა, რომ რეალურად, ქალი მისი ბიძაშვილი იყო.
ისრაელის ერთ-ერთ სოფელში ჯარისკაცებმა 40 ბავშვის ცხედარი აღმოაჩინეს, ზოგიერთს თავი ჰქონდა მოჭრილი
ინფორმაციისთვის, 7 ოქტომბერს დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელზე სარაკეტო და სახმელეთო იერიში მიიტანა.
„ჰამასის“ წევრები ღაზას სექტორიდან ისრაელში, მოსაზღვრე დასახლებულ პუნქტებში გადავიდნენ და მოსახლეობის უმოწყალოდ ხოცვა და მათი გატაცება დაიწყეს.
ისრაელში საომარი მდგომარეობაა გამოცხადებული. საპასუხოდ ისრაელმა ღაზას სექტორზე ავიაიერიში განახორციელა.