LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდა მოვითმინოთ ამ წლის ბოლომდე“- ირაკლი ქადაგიშვილი სალომე ზურაბიშვილის ბრიტანეთში ვიზიტზე

160
Untitled design (67)

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ირაკლი ქადაგიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ბრიტანეთში უნებართვო ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი კონსტიტუციური სივრციდან გავიდა.

“უკვე ნათელია, რომ ზურაბიშვილი გასულია კონსტიტუციური სივრციდან. ის რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის გამხმოვანებელია. ჩვენ იქ მოვისმენთ მის მორიგ შავ პიარს საქართველოს გარშემო. დაკარგული აქვს შეგრძნება თუ რას ნიშნავს ეს ადამიანი. უნდა მოვითმინოთ ამ წლის ბოლომდე”, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილი დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი დღეს დიდ ბრიტანეთში გაემგზავრა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები