LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა მოვრჩეთ კინკლაობას: ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს

chidaoba

ჭიდაობის ფედერაციაში მალე პრეზიდიუმის სხდომა გაიმართება და მიმდინარე მოვლენებს განიხილავენ.

მოგეხსენებათ, ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე სპორტის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილს შეხვდა.

„კომიტეტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე ყველაფერზე ვისაუბრეთ. შევჯერდით, რომ ჩატარდება პრეზიდიუმის სხდომა, სადაც ვიმსჯელებთ და გადავწყვეტთ ყველაფერს“, – განაცხადა გეგეშიძემ.

კითხვაზე, ნანობს თუ არა თავის საქციელს, ფედერაციის პრეზიდენტმა აღნიშნა:
„ვნანობ, ეს არ არის კარგი, ეს არ არის არც ჩემი საქციელი და არც სპორტსმენის. უნდა გამოვასწოროთ ყველაფერი და უნდა მოვრჩეთ კინკლაობას“.

ფედერაციაში გეგეშიძის დარჩენის შესახებ გადაწყვეტილებას სწორედ პრეზიდიუმის სხდომაზე მიიღებენ.

წელს ოლიმპიადის ლიცენზიების მოპოვების წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები