LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის: ევროპა კონტროლის გამკაცრებაზე ალაპარაკდა – შეეხება თუ არა საქართველოს შენგენის ზონაში შეზღუდვა

97
h-53671262-1280x839

„ჩვენ უნდა ვიცოდეთ ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონის ქვეყნებს, ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“ – ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გუშინ ვიდეოკონფერენციის ფორმატში ევროპის სახელმწიფოების ლიდერებთან გამართულ შეხვედრაზე გააკეთა.

შეხვედრას ესწრებოდნენ გერმანიის, ავსტრიის და ჰოლანდიის ლიდერები, ასევე ევროსაბჭოსა და ევროკავშირის კომისიის ხელმძღვანელები.

სახელმწიფოს მეთაურებმა საერთო მონაცემთა ბაზის განვითარებაზე, ინფორმაციის გაცვლაზე და კრიმინალური პოლიტიკის გაძლიერებაზე ისაუბრეს.

ყურადღება გამახვილდა ტერორისტული პროპაგანდის წინააღმდეგ ბრძოლისა და სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობაზე.

გადაწყვეტილება ბოლო დროს გახშირებულ ტერორისტულ თავდასხმებს უკავშირება.

მერკელმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია განხორციელდეს შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლი, რადგან ეს აუცილებელია ევროპის უსაფრთხოებისთვის.

გერმანიის კანცლერმა ასევე აღნიშნა, რომ შენგენის ზონის ქვეყნებში მობილობის კონტროლის სისტემა 2022 წლისთვის უნდა იყოს მზად.

“ტერორისტული თავდასხმების გახშირების გათვალისწინებით შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის რეფორმირება აუცილებელია. ჩვენ უნდა ავამოქმედოთ შენგენის ზონაში შესვლისა და გასვლის ახალი სისტემა, რომელიც ძალაში 2022 წელს შევა. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ, ვინ შემოდის და ვინ ტოვებს შენგენის ზონას. ასევე, გვჭირდება ეს ინფორმაცია იმ ქვეყნებთან დაკავშირებით, რომლებთანაც ჩვენ უვიზო რეჟიმის შეთანხმება გვაქვს“, – განაცხადა მერკელმა.

 

ევროპის სახელმწიფოების ლიდერები სასაზღვრო კონტროლის გამკაცრებაზე აქტიურად მას შემდეგ ალაპარაკდნენ, რაც მშვიდობიან მოქალაქეებზე თავდასხმებმა იმატა.

თავდასხმა სატირული ჟურნალი შარლი ებდოს ყოფილ ოფისთან, მასწავლებლის თავის მოკვეთის ფაქტი, მორიგი თავდასხმა პარიზის ქუჩებში, რომლის შედეგადაც 4 ადამიანი დაიღუპა და ბოლო შემთხვევა ვენაში, რომელიც მაშინვე შეაფასეს ტერორისტულ აქტად. ამ მოვლენის შემდეგ საფრანგეთის პრეზიდენტმაც განაცხადა, რომ აუცილებელია გადაიხედოს შენგენის ზონის სასაზღვრო კონტროლის საკითხები. მაშინ მაკრონმა განაცხადა, რომ საფრანგეთი გააორმაგებდა პოლიციელების რაოდენობას ქვეყნის საზღვარზე.

საფრანგეთში საშინელებაა: თავდასხმას ნიცაში მსხვერპლი მოყვა – ერთს თავი მოაჭრეს

5 გარდაცვლილი, 22 დაშავებული – ბოლო ინფორმაცია ვენაში მომხდარ ტერაქტზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები