LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნდათ რკინის ფარდა ჩამოაფარონ, აჩქარებულია პროცესი…ფიზიკურად რომ დაგვჭირდება ქვეყნის დაცვა, ამისთვისაც მზად ვართ” – მანჯგალაძე

131
პაატა მანჯგალაძე

უნდათ რკინის ფარდა ჩამოაფარონ, აჩქარებულია პროცესი…ფიზიკურად რომ დაგვჭირდება ქვეყნის დაცვა, ამისთვისაც მზად ვართ, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა პაატა მანჯგალაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას განაცხადა.

მისივე თქმით, ყველა ადამიანი ვინც არის პატრიოტი იცის, როცა სამშობლო დაუძახებს, მის სადარაჯოზე უნდა დადგეს.

„უნდათ ჩამოაფარონ რკინის ფარდა, აჩქარებულია პროცესი. მარტივად დავსვათ საკითხი – აქეთ არის ევროპაში ინტეგრაცია, ხელისუფლების დაკარგვის რისკი „ქართული ოცნებისთვის“ და იქით, რა? – რა ინტერესი დგას იქით, თუ რაიმე შეთქმულება არ არის რუსეთთან საქართველოს ინტერესის წინააღმდეგ, რა სიკეთეს იცავენ? რას ეწერებიან ეს ადამიანები? საქართველოს ინტერესია, რომ რუსეთთან პირისპირ დარჩეს და გადაყლაპოს რუსულმა ჭაობმა?.

მე ამის მჯერა, რომ ვლაპარაკობ და ამის როცა მჯერა, ყველაფრისთვის მზად ვარ, რაც ნიშნავს, რომ მანდატის და პარლამენტის დატოვება კი არა, ფიზიკურად რომ დაგვჭირდება ქვეყნის დაცვა, ამისთვისაც მზად ვართ. ყველა ადამიანი ვინც არის პატრიოტი იცის, როცა სამშობლო დაუძახებს, მის სადარაჯოზე უნდა დადგეს“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

„დემოკრატიის უკუსვლა, ცენზურა და ევროინტეგრაციის შეფერხება“ – რა შედეგი შეიძლება გამოიღოს „გავლენის აგენტების“ შესახებ კანონპროექტის დამტკიცებამ

„მარტივი დისკუსია არ იყო.. უცხოური აგენტების კანონპროექტი ევროკავშირის ნორმებსა და პრინციპებს არ შეესაბამება“ – ევროკავშირის ელჩი პაპუაშვილთან შეხვედრის შემდეგ

„ვუთხარით, რომ ვენეციის კომისიაში გავგზავნით ორივე კანონპროექტს“ – პარლამენტის თავმჯდომარე ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შეხვდა

ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერი – კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ სერიოზულ შეშფოთებას იწვევს

„ეს კანონები ძირს უთხრის იმ პროგრესს, რომლის ასაშენებლად საქართველოს ამდენი წელი დასჭირდა – კითხვას, რატომ იღებთ, ვფიქრობ, პასუხი უნდა გაეცეს“ – დეგანანი „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე

„ამგვარმა კანონმა შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ნედ პრაისი „უცხოური აგენტების შესახებ“ კანონპროექტზე

„სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის პირით ითქვა ტყუილი, სიტყვა სიტყვით არის ნათარგმნი ამერიკული კანონი“ – კობახიძე „ხალხის ძალის“ კანონპროექტებზე

სუბარი: შეუძლებელია, რაც კარგია ამერიკული დემოკრატიისთვის, ცუდი აღმოჩნდეს საქართველოსთვის, წარმოუდგენელი ორმაგი სტანდარტია

magti 5g