LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNESCO-მ 4 ქართული დაცული ტერიტორია მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად დაასახელა

425
nakrdzalebi

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 4 დაცულ ტერიტორიას ბუნების დაცვის მსოფლიო კავშირის (IUCN) ექსპერტები სტუმრობენ, რომლებიც ადგილზე ეცნობიან უნიკალურ კოლხურ ტყეებსა და ჭარბტენიან ტერიტორიებს.

პირველად, საქართველოს ისტორიაში, 2019 წლის 1-ელ თებერვალს საქართველოს 4 დაცული ტერიტორია – მტირალასა და კოლხეთის ეროვნული პარკები და კინტრიშისა და ქობულეთის დაცული ტერიტორიები იუნესკოს ბუნებრივი მემკვიდრეობის უბნის სტატუსის მოსაპოვებლად წარადგინეს. სწორედ აღნიშნული ექსპერტების მომზადებული დასკვნის მიხედვით გადაწყდება, მიიღებენ თუ არა დაცული ტერიტორიები ბუნებრივი მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსს.

ინიციატივა 2017 წლიდან ხორციელდება გერმანიის მთავრობის, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდისა (WWF) და მიხეილ ზუკოვის ფონდის ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერით.

5 პოპულარული, 2 ნაკლებად - ქართული დაცული ტერიტორიები, რომელიც უცხოელებს იზიდავთ

კეთილშობილი ირემი, ფოცხვერი, უჩვეულო მცენარეები და სხვა ბევრი რამ, რაც აუცილებლად უნდა ნახოთ.

საქართველოს დაცული ტერიტორიების მსოფლიო მემკვიდრეობის უბნად ნომინირება უმნიშვნელოვანეს მოვლენას წარმოადგენს ქვეყნისთვის. დაცული ტერიტორიებისთვის მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობის სტატუსის მინიჭება ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიების ცნობადობის გაზრდას, ეკოტურიზმის განვითარებას, საერთაშორისო მნიშვნელობის ბუნებრივი ობიექტების მართვის გამოცდილების გაზიარებას. შესაბამისად, შერჩეულ ტერიტორიებზე მაღალკვალიფიციური და თანამედროვე კვლევების წარმოების ალბათობას.

კოლხური ტყეები და ჭარბტენიანი ტერიტორიები გამოირჩევა მისი უნიკალური ეკო-სისტემებითა და მდიდარი ბიომრავალფეროვნებით. ტერიტორიებზე გავრცელებულია წითელი ნუსხის, რელიქტური და ენდემური სახეობები.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g