LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მხარი დაუჭირა

160
Untitled design (3)

უცხოური მედიის ინფორმაციით, უნგრეთის პარლამენტმა შვედეთის ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში NATO-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს მხარი დაუჭირა.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა განაცხადა, რომ მისი შვედი კოლეგის ბუდაპეშტში ვიზიტმა აღადგინა ნდობა და გზა გაუხსნა უნგრეთის პარლამენტს, რათა ორშაბათს კენჭი უყაროს შვედეთის ნატოში გაწევრიანების შესახებ განაცხადის რატიფიცირებას.

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ ერთმანეთისთვის, გავწიროთ სიცოცხლე ერთმანეთისთვის. დღევანდელი შეხვედრა ხანგრძლივი პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია. ამ ხანგრძლივ პროცესს ასევე შეიძლება ვუწოდოთ ნდობის აღდგენის პროცესი“, – განაცხადა ორბანმა ბუდაპეშტში შვედ კოლეგასთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g