LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის პრემიერი ევროკავშირის გეგმას, უკრაინისთვის €18 მილიარდის გამოყოფასთან დაკავშირებით, მხარს არ დაუჭერს

95
BeFunky-collage (3)

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანის განცხადებით, უნგრეთი მხარს არ დაუჭერს ევროკავშირის გეგმას, მომავალ წელს უკრაინას მილიარდობით ევროთი დაეხმაროს.

ორბანის ინიციატივაა, ქვეყნებმა თავად შეაფასონ, რა თანხის გამოყოფა სურთ უკრაინისთვის და ეს ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე განახორციელონ.

აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში, უნგრეთი მზად არის, უკრაინისთვის 150-დან 170 მილიონამდე ევრო ბიუჯეტიდან გამოყოს.

ბუდაპეშტის კონფერენციაზე გამოსვლისას ორბანმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ უნგრეთი გმობს რუსულ აგრესიას და მხარს უჭერს უკრაინელ ხალხს, მას არ სურს უკრაინის ინტერესები საკუთარი ქვეყნის ინტერესებზე წინ დააყენოს.

უნგრეთის უარმა შესაძლოა მთლიანად ჩააგდოს დახმარების პაკეტი, რადგანაც ევროკავშირის ბიუჯეტში ცვლილებების შესატანად ყველა წევრი სახელმწიფოს თანხმობაა საჭირო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g