LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოები “Astrazeneca”-ს და “Sputnik V”-ს გამოყენებაზე პირველად ნებართვას გასცემენ

182
FORTUNA.GE-

უნგრეთის წამლის მარეგულირებელი ორგანოები კორონავირუსის საწინააღმდეგო ორი ვაქცინის გამოყენებაზე პირველად ნებართვას გასცემენ.

საუბარია ოქსფორდის უნივერსიტეტისა და კომპანია “ასტრაზენეკას” მიერ წარმოებულ ვაქცინასა და რუსულ “Sputnik V”-ზე.

მედიაში გავრცელებული ინფორმაცია დაადასტურა ქვეყნის პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსმაც.

ევროკავშირის წამლის მარეგულირებელი ორგანო ვაქცინებთან დაკავშირებით ნებართვას ჯერჯერობით არ გასცემს.

თუ უნგრეთი შეძლებს დიდი ბრიტანეთისა და რუსეთის მიერ წარმოებული ვაქცინებით ქვეყნის მომარაგებას, ის გახდება პირველი სახელმწიფო ევროკავშირში, ვინც რუსული ვაქცინით დაიწყებს მოსახლეობის აცრას.

ევროპის წამლების სააგენტომ (EMA) ასევე არ დაადასტურა ასტრაზენეკას ვაქცინა, თუმცა, საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ 29 იანვარს გახდება ცნობილი.

რუსეთის ინვესტიციის ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ დიმიტრიევმა განაცხადა, რომ უნგრეთი გახდა პირველი ქვეყანა ევროკავშირში, რომელმაც გააცნობიერა “სპუტნიკის” ყველა უპირატესობა და მის გამოყენებაზე ნებართვა გასცა.

ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, რომ Sputnik V 92%-ით ეფექტიანია. რუსეთმა ასევე განცხადება შეიტანა ევროპის წამლების სააგენტოში ვაქცინის რეგისტრაციისთვის.

მანამდე, 16 იანვარს ბრაზილიის ჯანმრთელობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ადგილობრივი ფარმაცევტული კომპანიის მიერ წარდგენილი წინადადება რუსული ვაქცინისთვის ნებართვის მინიჭებაზე,  უარყოფილი იყო, რადგან შეთავაზება არ მოიცავდა ინფორმაციას ვაქცინის გამოცდის მესამე ფაზის შედეგების შესახებ.

საპასუხოდ, რუსულმა მხარემ თქვა, რომ ბრაზილიის ჯანდაცვის სააგენტო რუსული ვაქცინის დამტკიცებას არ უარყოფს და მან უბრალოდ გამოიტანა შუალედური გადაწყვეტილება, დამატებითი ინფორმაციის მიღების მიზნით.

რუსული ვაქცინა Sputnik V უკვე დამტკიცებულია რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის არის არგენტინა და ბოლივია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები