LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნგრეთში საწვავს მხოლოდ უნგრული ნომრების მქონე ავტომობილებს მიყიდიან

74
sawvavi

უნგრეთში მაისის ბოლოდან საწვავის ფასი 480 ფორინტით ანუ 1,32 დოლარით განისაზღვრა და ამ ფაქტის გამო გარკვეული შეზღუდვები დაწესდა. ბენზინის მიღებას შეძლებენ მხოლოდ ის ავტომფლობელები, რომლებსაც ამ ქვეყნის სარეგისტრაციო ნიშანი ექნებათ.

უნგრეთი უცხოელებს არ მისცემს საშუალებას, რომ საწვავზე დაწესებული შემცირებული ფასით ისარგებლონ, რათა შეაჩეროს ე.წ. „ბენზინის ტურიზმი“. საქმე ისაა, რომ დაბალი ფასის გამო ქვეყანას მეზობელი სახელმწიფოებიდან ბევრი ადამიანი აკითხავდა და ევროკავშირის მასშტაბით ყველაზე ხელმისაწვდომი საწვავის მიღებას ცდილობდა.

შეგახსენებთ, რომ უნგრეთის ხელისუფლებამ საწვავის ფასი 2021 წლის 15 ნოემბერს ჯერ სამი თვით, შემდეგ კი 1-ელ ივლისამდე გაყინა. ასეთი ზომის მიზანი მზარდი ინფლაციის შეჩერებაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები