LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UNICEF: თითქმის წამში ერთხელ ლტოლვილი ხდებოდა ერთი უკრაინელი ბავშვი

110
Alexandra, 12, holds her sister Esyea, 6, who cries as she waves at her mother Irina, while members of the Jewish community of Odessa board a bus to flee Russia's invasion of Ukraine, in Odessa, Ukraine, March 7, 2022. REUTERS/Alexandros Avramidis

გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მონაცემებით, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ ომის დაწყების შემდეგ ქვეყანა დატოვა 1.5 მილიონმა უკრაინელმა ბავშვმა.

გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, ჯეიმს ელდერმა განსაკუთრებით შოკისმომგვრელი უწოდა იმ ფაქტს, რომ წუთში ერთხელ საკუთარ ქვეყანას ტოვებდა 55 ბავშვი, ანუ თითქმის ყოველ წამში ერთხელ ლტოლვილი ხდებოდა ერთი ბავშვი.

24 თებერვლიდან, უკრაინას ყოველდღიურად ტოვებდა 75 000 ბავშვი.

უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შესახებ მუდმივად განახლებად ინფორმაციას გაეცნობით ამ ბმულზე

უკრაინის გენერალური პროკურატურის მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული მონაცემებით, დაიღუპა 90 და დაიჭრა 100-ზე მეტი ბავშვი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g