LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა, აუდიტორიებში სწავლის დაწყება საშიშია”- გიგა ზედანია

212
BeFunky-collage (4)

პროფესორი გიგა ზედანია, რომელიც 2014 წლიდან ილიაუნის რექტორია, აცხადებს, რომ შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე აუდიტორიებში სწავლის გაგრძელება საშიშია.

„შექმნილი ეპიდემოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, ძალიან საშიში მგონია უნივერსიტეტებში ფიზიკური დასწრებით სწავლების აღდგენა 19 ოქტომბერს.

რომელი უნივერსიტეტის ადმინისტრაციასაც არ ველაპარაკე, ყველას შიში აქვს, რომ ამას ვირუსის კიდევ უფრო დიდი აფეთქება შეიძლება მოყვეს. პროფესორ-მასწავლებლებისა და სტუდენტების ნაწილს – ასევე. ეს გასაგებიცაა – უნივერსიტეტების უმრავლესობა თბილისშია თავმოყრილი და მათ აუდიტორიებში მთელი საქართველოდან ჩამოსული სტუდენტების კონცენტრაცია, როგორც არ უნდა ვცადათ ფიზიკური დისტანციის დაცვა, ვერ იქნება საკმარისად ეფექტიანი პრევენციული ზომა.

საქმე მხოლოდ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობას ხომ არ ეხება, მხოლოდ ინდივიდუალური თავგანწირვის გამოჩენა რომ იყოს საკმარისი – ფსონზეა ჩვენი ახლობლებისა და თუნდაც უცნობი ადამიანების ჯანმრთელობა, რომელათვისაც საფრთხე შეიძლება გავხდეთ.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში ექსპერტობას ვერ დავიჩემებ, მაგრამ მგონია, რომ სანამ ეპიდემია დედაქალაქში ასე ინტენსიური და აღმავალია, სჯობს უნივერსიტეტებში სწავლება ონლაინ გაგრძელდეს. მითუმეტეს, რომ ბევრ ქვეყანაში დღეს ასეც ხდება, რადგან, ზოგადად, უნივერსიტეტები ვირუსის აფეთქების ეპიცენტრებად ბევრგან იქცა“, – წერს გიგა ზედანია.

აუდიტორიებში სწავლა 19 ოქტომბერს დაიწყება – გადაწყვეტილება ძალაში რჩება

შეგახსენებთ, უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის დაწყების გადაწყვეტილება არ გადაიხედება. მთავრობის გადაწყვეტილებით, 19 ოქტომბრიდან სწავლა აუდიტორიებში დაიწყება.

 

https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=1095506474241932&id=100013477695929

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g