LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნივერსიტეტს ასეთი წარსულით არანაკლები მომავალი ექნება – ილია მეორე

79

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტის 100 წლის იუბილეს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე ესწრება. პატრიარქმა უნივერსიტეტის დამფუძნებლებს პატივი მიაგო და დალოცა.

“მინდა დავლოცო ის პიროვნება, რომელმაც პირველმა დალოცა უნივერსიტეტი, უწმინდესი და უნეტარესი კირიონი. მან შეასრულა პარაკლისი უნივერსიტეტის დალოცვისა. უნივერსიტეტი არის ქართული კულტურის, წარსულის,  აწმყოს და მომავლის მაჩვენებელი. ეს არის მაჩვენებელი ჩვენი ინტელექტის, ჩვენი სულიერების. მძიმე პერიოდი გამოიარა საქართველომ ამ უნივერსიტეტის დაარსების შემდეგ,  მაგრამ ის მოღვაწეობა, რომელიც განვლო უნივერსიტეტმა არის საოცრება. ეს არის ის დიდი ღვაწლი, რომელიც უნდა შეესრულებინა საქართველოს ეკლესიას და ვერ შეასრულა, რადგან კომუნისტური რეჟიმი მძიმე ტვირთად დააწვა ქვეყანას. ვერ წარმოიდგენთ საქართველოს ჩვენი დიდი მეცნიერების გარეშე,  ჯავახიშვილის, კორნელი კეკელიძის. უნივერსიტეტს, რომელსაც აქვს ასეთი დიდი წარსული, ყავს თავდადებული პროფესორ მასწავლებელები, არანაკლები მომავალი ექნება. დალოცვილი იყავით რექტორატი, პროფესორ-მასწავლებლები, სტუდენტები. დალოცვილი იყოს საქართველო, რომელსაც გააჩნია ასეთი დიდი სულიერი საუნჯე”, – მიმართა პატრიარქმა ღონისძიებაზე შეკრებულ სტუმრებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g