LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

UP2U ჯარიმას აპროტესტებს: რატომ დახურა შრომის ინსპექციამ ბათუმში კლუბები

273
FORTUNA.GE (43)

ბათუმში, შრომის ინსპექციამ დღეს, 4 კლუბი დახურა. მათ შორის არის კლუბი UP2U. სოციალურ ქსელში, კლუბის მენეჯერი, დავით დოლიძე წერს, რომ მათზე გამოწერილი ჯარიმა უსამართლოა და თუ საქმეს დაჭირდა, ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ სამართლიანობას მიაღწიოს.

“ფორტუნასთან” საუბარში დავით დოლიძემ განაცხადა, რომ მათ ჯანდაცვის სამინისტროდან გაფრთხილება ქონდათ, რომ 2 სექტემბრამდე კლუბი არ უნდა გახსნილიყო.

დავით დოლიძე:
“დამიბარეს ბულვარის დირექციაში და მითხრეს, რომ კლუბი უნდა დამეხურა. ჩვენც შევასრულეთ თხოვნა და შესასვლელში დაცვა დავაყენეთ იმისათვის, რომ გაგვეკონტროლებინა ტერიტორია და ხალხი არ შეგვეშვა. დაკეტილ ობიექტზე მოვიდნენ, მხოლოდ დისტრიბუტორები იმისათვის, რომ საკუთარი პროდუქცია წაეღოთ. ამ დროს ადგილზე მივიდა პოლიცია და ოქმი შეავსო. ავუხსენი, რომ არასამუშაო გარემო იყო და ხალხს არ ვიღებდით. თუმცა, არ მოგვისმინეს და ოქმი შეადგინეს. დღეს კი დაჯარიმებულების სიაში აღმოვჩნდით. თუ სწორად მახსოვს, მარიამ თავდგირიძე იყო. რადგან ყური არ მათხოვეს, მივხვდი, რომ საუბარს აზრი არ ქონდა და ზედმეტი პრობლემების თავიდან ასარიდებლად ოქმს ხელი მოვაწერე”, – აცხადებს დავით დოლიძე ჩვენთან საუბარში.

ამჟამად კლუბი UP2U დაკეტილია. ყველა თანამშრომელს ტესტი ჩაუტარდა და პასუხის მოლოდინში არიან.

 

 

 

შრომის ინსპექციამ ბათუმში ოთხი კლუბი დახურა და ინფორმაცია გაავრცელა:

 

„შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ბათუმში განხორციელდა ღამის კლუბების შემოწმება. შემოწმების შედეგად დადგინდა რომ, მოთხოვნებს ერთი ობიექტი აკმაყოფილებდა – შპს რივიერა ბიჩ (კლუბი ივერია ბიჩი). ოთხი ობიექტი არ აკმაყოფილებდა მოთხოვნებს: შპს სამაია (კლუბი კონტე);

შპს ვიპ კანუპოსი (UP2U); შპს ს2020 ლაუნჯ რესტორანი (სოჰო);

შპს სექტორი 26 (სექტორი 26).

მიუხედავად იმისა, რომ რეკომენდაციების დაცვასთან დაკავშირებით, შრომის ინსპექციისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მხრიდან არაერთგზის განხორციელდა აღნიშნული ობიექტების სიტყვიერი გაფრთხილება და მათ მიეწოდათ რეკომენდაციების დაცვის დეტალური პროტოკოლი, შემოწმების შედეგად კვლავ დაფიქსირდა კრიტიკული შეუსაბამობები.

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, შრომის ინსპექციამ მიიღო გადაწყვეტილება, ობიექტებს შეუჩერდეს საქმიანობის უფლება. ამასთანავე დარღვევების დაფიქსირების გამო თითოეული ობიექტი დაჯარიმდა 10 000 ლარის ოდენობით.

შრომის ინსპექცია კვლავ მოუწოდებს ეკონომიკური საქმიანობის განმახორციელებელ პირებს, რომ მაქსიმალური სიზუსტით დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დამტკიცებული რეკომენდაციები“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g