ურეკში ხანძარს 90 წლის მამაკაცი ემსხვერპლა. ცეცხლი თაყაიშვილის ქუჩაზე მდებარე ხის კოტეჯს გამთენიას გაუჩნდა და თითქმის მთლიანად დაიწვა.
არსებული ინფორმაციით, მამაკაცი, მეზობლებმა აივანზე, უკვე გარდაცვლილი იპოვეს.
როგორც ფორტუნას შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მუხლის მე-3 ნაწილით დაიწყო, რაც ხეხლის წაკიდებით ნივთის განადგურებას გლისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.