ფრანსუა ბაირუს თქმით, აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმების მიღწევა ევროკავშირისთვის „შავი დღეა“. ამის შესახებ საფრანგეთის მთავრობის მეთაურმა პლატფორმა X-ზე დაწერა.
„შეთანხმება ურსულა ფონ დერ ლაიენსა და დონალდ ტრამპს შორის ევროკავშირისთვის შავი დღეა, როდესაც თავისუფალი ალიანსი, რომელიც საკუთარი ღირებულებებისა და ინტერესების დაცვის მიზნით შეიქმნა, აშშ-ს დაემორჩილა“, – წერს ბაირუ.
Accord Van der Leyen-Trump : c'est un jour sombre que celui où une alliance de peuples libres, rassemblés pour affirmer leurs valeurs et défendre leurs intérêts, se résout à la soumission.
— François Bayrou (@bayrou) July 28, 2025
ცნობისთვის, მანამდე აშშ-სა და ევროკავშირს შორის სავაჭრო შეთანხმება გააკრიტიკა პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერმა, მარინ ლე პენმაც.
შეგახსენებთ, 27 ივლისს, აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისა და ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის შეხვედრის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ ვაშინგტონი და ბრიუსელი სავაჭრო შეთანხმებას გააფორმებენ, რომლის მიხედვითაც, ევროპული პროდუქციის აშშ-ში შეტანა 15%-იანი ტარიფით დაიბეგრება.