LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს” – სალომე ზურაბიშვილი

165
1685466782-ზურაბიშვილი-და-ფონ-დერ-ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს, – აღნიშნულის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრის შემდეგ „ტვიტერზე“ პოსტი გამოაქვეყნა.

„პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გავიმეორე ქართველი ხალხის ურყევი ნება, შეუერთდეს ევროპულ ოჯახს და ხაზი გავუსვი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მნიშვნელობას ქართველი საზოგადოებისთვის.

მოუთმენლად ველი ჩვენი თანამშრომლობის გაგრძელებას, რომელიც საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალ ისტორიულ გზაზე წინ წასწევს“, – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები