LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ურთულესი მოწინააღმდეგეები იყვნენ, მათით აღფრთოვანებული ვარ… ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც ყველა გაგვაკვირვა – გუნდი პროგრესირებს, მომავალში უფრო შორს წავლენ“ – ესპანელი ფეხბურთელების შეფასება ეროვნულ ნაკრებზე

196
ესპანელები ქართველებზე

გუშინ, EURO 2024-ის ფარგლებში გამართული საქართველოსა და ესპანეთის ნაკრების მატჩის შემდეგ, რომლის ანგარიში ესპანელების სასარგებლოდ 4:1-ით დასრულდა, ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელებმა მოწინააღმდეგე ქართველების თამაში შეაფასეს.

მათ საქართველოს ნაკრებს ურთულესი მოწინააღმდეგეები უწოდეს და თქვეს, რომ ფეხბურთელების თამაშით აღფრთოვანებულები დარჩნენ:

„მინდა მივულოცო საქართველოს. ისინი ურთულესი მოწინააღმდეგეები იყვნენ, მე მათით აღფრთოვანებული ვარ და ვიმედოვნებ, მომავალშიც ასე გააგრძელებენ“. – თქვა ესპანურ მედიასთან 21 წლის ნიკო უილიამსმა, რომელიც გუშინდელ მატჩში ერთ-ერთი გოლის ავტორი გახლდათ.

ლამინ იამალი: „ეს ძალიან კარგი გუნდია, რომელმაც ყველა გაგვაკვირვა. ვფიქრობ, ისინი საკმაოდ შორს წავიდნენ და დიდი წარმატებაა, რაც გააკეთეს. ვფიქრობ, საქართველოს გუნდი პროგრესირებს და მომავალში უფრო შორს წავლენ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

Dio magti 5g