მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს, პირველ მაისს, პროფკავშირები ვარდების მოედნიდან პარლამენტის მიმართულებით ღირსეული და უსაფრთხო შრომისთვის მსვლელობას აწყობენ. პროფკავშირების მთავარი მოთხოვნაა უსაფრთხო და ღრსეული შრომა. პროფესიული კავშირები ხელისუფლებისგან შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის განტმიცებას და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას მოითხოვენ.
პირველ მაისს მსოფლიოს მასშტაბით დასაქმებული ადამიანები, თავისი შრომითი უფლებების დაცვისა და შემდგომი გაუმჯობესების მიზნით მე-19 საუკუნის ბოლოდან აღნიშნავენ მშრომელთა საერთაშორისო სოლიდარობის დღეს.