LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

USAID-ის დახმარებით, კოლხეთის ეროვნულ პარკს უახლესი ტურისტული ატრაქცია და 13 მგზავრზე გათვლილი პონტონი შეემატა

73
64395828-348239165862471-8644534333685628928-n

ჯოზეფ ლარსენი, USAID/საქართველოს სტრატეგიისა და პროგრამების უფროსი მრჩეველი და USAID/Zrda-ს ხელმძღვანელის მოადგილე ბრიტანი პეტერსონი სამეგრელოში, ჭურიაში ჩავიდნენ და პროექტის მიერ ინიცირებულ AGRO STOP-ში მიიღეს მონაწილეობა.

USAID/Zrda-მ პროექტის სამიზნე სამეგრელოს რეგიონში, ახალი ტურისტული პროდუქტის შექმნის მიზნით, მჭიდროდ ითანამშრომლა საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტთან და 2019-2021 წლის განმავლობაში, კოლხეთის ეროვნულ პარკს – ჭურიის მხარეს სხვადასხვა მიმართულებით დახმარება გაუწია, მათ შორის:

ტერიტორიაზე დამონტაჟდა უახლესი ტურისტული ატრაქცია, „თოკების პარკი“, რომელიც უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით თავგადასავლების მოყვარულთ საინტერესო გამოცდილებას სთავაზობს;

პარკს გადაეცა ჭურიას შესასვლელის რეინჯერებისთვის აღჭურვილობა და რეინჯერთა ქოხში დაინსტალირდა მზის ენერგიის გამომუშავების სისტემა;

პარკს გადაეცა თანამედროვე ტიპის, 13 მგზავრზე გათვლილი პონტონი/ნავი, რომლის მეშვეობითაც ულამაზესი შემოგარენის დათვალიერებაა შესაძლებელი;

პროექტმა, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან ერთად მოამზადა სპეციალური წიგნი, რომელიც კოლხეთის ეროვნული პარკში დაცული უნიკალური საგანძურის შესახებ საინტერესო ამბებს გვიყვება. საერთო ჯამში კი, 2019-2021 წლებში Zrda-ს მიერ გაწეული ფინანსური მხარდაჭერა კოლხეთის ეროვნული პარკის განვითარება-პოპულარიზაციისათვის 532, 320 ლარს შეადგენს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g