LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უსაზღვრო ტკივილია. რანაირად ხდება, რომ აღარ ხარ, დაუჯერებელია“ – ზურა ბერიკაშვილის დისშვილი ემოციურ პოსტს აქვეყნებს

213
2024-11-07_23-42-39_728926

მსახიობი ზურა ბერიკაშვილი 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ზურას დისშვილი, ანო მაისურაძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

„ყოველდღიურობაში ჩაფლული თვალების ერთი მოხუჭვაა ხოლმე საკმარისი, რომ ეს გაურკვეველი უშენობა შემომასკდეს ტალღასავით.

უსაზღვრო სევდა და ტკივილია, მაგრამ ყველაზე მეტად აღშფოთება და გაკვირვებაა, ყოველ ჯერზე, ეს შეგრძნება.

რანაირად ხდება, რომ აღარ ხარ, დაუჯერებელია“, – წერს ანანო მაისურაძე.

„თენდება და ღამდება – ვიღვიძებ და ვიძინებ, ზურას კიდევ სულ სძინავს, 2 თვეა სძინავს“ – რას წერს დისშვილი ზურა ბერიკაშვილზე

ახალი ინფორმაცია ზურა ბერიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ: „ჩვენ, ალბათ, ის ზურიკო ვეღარ დაგვიბრუნდება… მეხის გავარდნა იყო ეს ყველაფერი ჩვენთვის…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g