LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უშენობის 3 წელი..“ – გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა

268
fot

დღეს ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობიდან 3 წელი გავიდა.

2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთის რაიონში, ნარეკვავის დასახლებაში არსებულ ერთ-ერთ აგარაკზე, სადაც დაბადების დღის წვეულება აღინიშნებოდა, ახალგაზრდებს შორის დაპირისპირება დაიწყო. გიორგიმ და მასთან ერთად, კიდევ ხუთმა ახალგაზრდამ, გურამ ამირხანაშვილმა, ვახტანგ ახვლედიანმა, გიორგი ქათამაძემ, იაკობ ბრეგვაძემ და კონსტანტინე ღიბრაძემ თბილისში წასვლა გადაწყვიტეს, იმ იმედით, რომ ტაქსის გააჩერებდნენ, მცხეთის მაგისტრალს ფეხით დაადგნენ.

ემოციური ფოტო გიორგი შაქარაშვილის საფლავიდან: “ზეციდანაც ჯელტმენობ, ამიტომაც არ გშორდებიან…”

ბრალდების თანახმად, აგარაკზე, ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩართულმა რამდენიმე ახალგაზრდამ, დასახმარებლად თბილისიდან, კერძოდ, ნაძალადევის რაიონიდან, მოიხმო რამდენიმეკაციანი ჯგუფი, რომლებიც თბილისიდან მცხეთის მიმართულებით, ორი მანქანით, „მერსედესითა“ და „ტოიოტა ქამრით“ გაეშურნენ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე უზენაესმა სასამართლომ გამამტყუნებელი განაჩენი ძალაში დატოვა

სასამართლომ სამ პირს 16-16 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო ორ პირს, როგორც არასრულწლოვნებს, 10 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სწორედ ეს პირები (ჯერ „მერსედესი“ და შემდეგ „ტოიოტა კამრი“) წამოეწივნენ თბილისი-ლესელიძე-სენაკის ტრასაზე, თბილისისკენ ფეხით მომავალ გიორგი შაქარაშვილსა და მის თანმხლებ პირებს. გიორგისთან ერთად მყოფ ახალგაზრდების ნაწილს ისინი ფიზიკურად გაუსწორდნენ, ნაწილმა გაქცევა მოასწრო. გიორგის კვალი „ტოიოტა კამრის“ თავდასხმის შემდეგ გაუჩინარდა.

“გილოცავ შენს 21-ე დაბადების დღეს იმიერ საქართველოში, მთელი გულით უყვარხარ დაიკოს” – ანი შაქარაშვილი

გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა.

19 წლის ფეხბურთელი 4-დღიანი ძიების შემდეგ, 22 ივნისს მდინარე არაგვში გარდაცვლილი იპოვეს.

 

უშენობის 3 წელი …

Posted by Shakarashvili Anni on Sunday, 18 June 2023

 

პროკურატურის მიერ გავრცელებული განცხადების მიხედვით, შაქარაშვილის დაკარგვას წინ უძღოდა ორ ჯგუფს შორის დაპირისპირება, რომლის თავიდან ასარიდებლადაც შაქარაშვილი მდინარის მიმართულებით გაიქცა, რა დროსაც მისი კვალი დაიკარგა.

შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს

„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება..“ – გიორგი შაქარაშვილის დედა 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g