გიორგი შაქარაშვილი დღეს 22 წლის გახდებოდა. გარდაცვლილი ფეხბურთელის დედა სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.
„არშესრულებული 22, მხოლოდ სიზმრად მოსული მწარე მონატრება, გაუსაძლისი უშენობა, გიო!,“ – წერს თამუნა შალვაშვილი.
„22 წლის იუბილეს გილოცავ იმიერში…მთელი გულით მიყვარხარ” – ანი შაქარაშვილი
19 წლის ფეხბურთელი 2020 წლის 18 ივნისის ღამით, გაუჩინარდა.
გიორგი შაქარაშვილის გაუჩინარების შესახებ, ოჯახმა პოლიციას 19 ივნისს მიმართა. ოთხდღიანი ძიების შემდეგ, რომელშიც ოფიციალური ინფორმაციით, 70 მაშველი იყო ჩართული, 22 ივნისს, გიორგი შაქარაშვილი მდინარე არაგვში, გარდაცვლილი იპოვეს.
შაქარაშვილის საქმეზე 6 პირს განაჩენი გამოუტანეს