სვანეთში დღეს პირველი თოვლი მოვიდა. მესტიის მუნიციპალიტეტის უშგულის თემში თოვლს მოსახლეობისთვის პრობლემები არ შეუქმნია.
ფოტოები სოციალურ ქსელში ვრცელდება.
უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
წვიმა, სეტყვა და შტორმი – საქართველოში ამინდი უარესდება
ცნობისთვის, საქართველოში ამინდი უარესდება. დღეს და ხვალ საქართველოში სინოპტიკოსები არამდგრად ამინდს წვიმას ელჭექით პროგნოზირებენ. ასევე მოსალოდნელია ჰაერის ტემპერატურის დაკლება და დასავლეთის მიმართულების ძლიერი ქარი.
შესაძლებელია სეტყვა, ხოლო ზღვაზე 3-4 ბალიანი ღელვა. 22 სექტემბერს ღამის საათებში მაღალმთიან რაიონებში ზოგან თოვლჭყაპია ნავარაუდევი.
უამინდობამ დედაქალაქში უკვე შექმნა პრობლემები.თბილისსა და რუსთავში ძლიერი ქარის შედეგად რამდენიმე ხე წაიქცა.
როგორც ფორტუნას საგანგებო სიტუაციების მართვს საგანეტოში განუცხადეს, დოლიძის ქუჩაზე ხეების წაქცევის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.
დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა – რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში