LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

დოლიძის ქუჩაზე 2 კაცს ხე დაეცა – რა პრობლემები შექმნა ძლიერმა ქარმა დედაქალაქში

297
Untitled

ძლიერი ქარის შედეგად, თბილისში, ორ კაცს ხე დაეცა. შემთხვევა დოლიძის ქუჩაზე, ცოტა ხნის წინ მოხდა.

როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ორივე მათგანი მსუბუქად დაშავდა და სასწრაფოს ბრიგადამ პირველადი სამედიცინო დახმარება ადგილზევე გაუწია. მოგვიანებით კი დაშავებულები საავდმყოფოებში გადაიყვანეს.

მათივე ინფორმაციით, ძლიერმა ქარმა თბილისში რამდენიმე ხე წააქცია და ელექტროგანათების ბოძები დააზიანა. ვარკეთილში დაზიანებულია ავტომობილიც.

უწყების ცნობით, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში  ამ დროისთვის სულ 25 შეტყობინება შევიდა.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები