LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უსიმპტომოდ გარდაცვლილი 41 წლის ქალბატონი მე-4 პოლიკლინიკის თანამშრომელი იყო

768
ჰჯკჯჰგფდფგჰჯკ

კოვიდინფექციით უსიმპტომოდ გარდაცვლილი ქალბატონი, 41 წლის ბათუმელი ირმა თეთრაძეა, რომელიც მე-4 პოლიკლინიკაში მუშაობდა.

ის 15 ოქტომბერს, კოვიდსასტუმროში გარდაიცვალა.

ინფიცირებული ქალი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ სასტუმროში იმავე დღეს გადაიყვანა. თუმცა, ვირუსი უსიმპტომოდ მიმდინარეობდა.

სოციალურ ქსელში, ირმა თეთრაძის ახლობლები სამძიმრის წერილებს წერენ:

ჩემ მეგობრებს, მე-4 პოლიკლინიკის კოლექტივს ვუსამძიმრებ საუკეთესო თანამშრომლის, მეგობრის უდროოდ გარდაცვალებას. ირმა დიდხანს დარჩება შენი თბილი ღიმილი და დილა მშვიდობისა ჩვენ მეხსიერებაში. ნათელი შენს ლამაზ სულს”, – წერს გუნა ვანილიში.

ვრცელდება ინფორმაცია, რომ გარდაცვალების მიზეზი თრომბოემბოლია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g