LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უტა 24 წლის არის, გიორგი – 23-ის“ – ვინ არიან ბიჭები, რომლებსაც მტკვარში ამ დრომდე ეძებენ

957
ბიჭები

მდინარე მტკვარში ამ დრომდე მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები – მაშველები ახალგაზრდებს ეძებენ.

ცნობილია მათი ვინაობა – AMBEBI.GE-ს ინ­ფორ­მა­ცი­ით, მაშველები უტა ელი­ა­ვას და გი­ორ­გი შა­მუ­გი­ას ეძე­ბენ. ისი­ნი ზუგ­დი­დი­დან არიან.

უტა 24 წლის არის, გი­ორ­გი – 23-ის. რო­გორც ბი­ჭე­ბის ახ­ლობ­ლე­ბი ჰყვებიან, მომ­ხდა­რის დროს არც ერთი სა­ჭეს­თან არ იჯდა და ავ­ტო­მო­ბილს სხვა პირი მარ­თავ­და.

მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდა­რი ავა­რი­ის საქ­მე­ზე პო­ლი­ცი­ამ ერთი პირი და­ა­კა­ვა.

„ავარიული ვითარება შეუქმნა სხვა ავტომობილს, რომლის მძღოლმაც საჭე ვერ დაიმორჩილა და მტკვარში გადავარდა“ – შსს-მ გასულ ღამეს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე 1 პირი დააკავა

„ცხელ კვალ­ზე ჩა­ტა­რე­ბუ­ლი ოპე­რა­ტი­უ­ლი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბი­სა და სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბე­ბის შე­დე­გად, თბი­ლის­ში, მტკვრის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზე მომ­ხდარ ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვა­ში მო­ნა­წი­ლე მძღო­ლი 2002 წელს და­ბა­დე­ბუ­ლი ი.ს. და­ა­კა­ვეს. გა­მო­ძი­ე­ბით დად­გინ­და, რომ ი.ს. – მ მისი მარ­თვის ქვეშ არ­სე­ბუ­ლი ავ­ტო­მო­ბი­ლით გა­და­ად­გი­ლე­ბი­სას, ავა­რი­უ­ლი ვი­თა­რე­ბა შე­უქ­მნა სხვა ავ­ტო­მო­ბილს, რომ­ლის მძღოლ­მაც საჭე ვერ და­ი­მორ­ჩი­ლა და მდი­ნა­რე მტკვარ­ში გა­და­ვარ­და“ – აცხა­დე­ბენ უწყე­ბა­ში.

„უკნიდან შეასკდა მანქანა… მოტრიალდა და მტკვარში გადავარდა“ – რას ჰყვება მტკვარში გადავარდნილ ავტომობილზე თვითმხილველი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g