LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომლის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს: გახარია

92
ა

ჩვენ დღეს ეკონომიკის სამინისტროსა და სხვადასხვა უწყებების ბალანსზე გვაქვს უამრავი სახელმწიფო საწარმო, რომის ეფექტიანობაც სერიოზულ კითხვის ნიშნებს იწვევს, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა გიორგი გახარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც გიორგი გახარიამ აღნიშნა, იქ, სადაც შესაძლებელია სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესება და მათი ეფექტიანობის გაზრდა, მათი საკუთრების ფორმა არ უნდა შეიცვალოს, თუმცა, ეს შესაცვლელია იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს.

„როდესაც ვართ ეკონომიკური კრიზისის პირობებში, როდესაც ნებისმიერი სახელმწიფოს რესურსი უნდა იყოს სამართლიანად და ეფექტურად გადანაწილებული, ჩვენ ასეთი ფუფუნების შესაძლებლობა არ გვაქვს. იქ, სადაც შევძლებთ ამ სახელმწიფო საწარმოების მართვის ხარისხის გაუმჯობესებას და მათი ეფექტიანობის გაზრდას, ჩვენ შეგვიძლია მათი საკუთრების ფორმის არ შეცვლა, მაგრამ იქ, სადაც ეს იწვევს სერიოზულ პრობლემებს, უნდა გვესმოდეს, რომ კერძო საკუთრება ყველაზე ეფექტური მმართველობის ფორმაა. ამიტომ, იქ, სადაც არ არის საუბარი სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებზე, ჩვენ აუცილებლად უნდა დავიწყოთ ამაზე საუბარი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, დღეს საკანონმდებლო ორგანოში ახალ მთავრობას აირჩევენ. პრემიერ – მინისტრის ახალი კაბინეტის დამტკიცებისთვის 76 დეპუტატი სხმა არის საჭირო.

 

ნახეთ, ვრცლად გიორგი გახარიას გამოსვლის ძირითადი აქცენტები:

ეს არ არის კომფორტული.. უნდა გავაგრძელოთ სვლა ევროპული მომავლისკენ: გახარია ერთპარტიულ პარლამენტსა და სამთავრობო პროგრამაზე

თუ არ გვეხმარებით ქვეყნისათვის ძალზე მწვავე დროს, ხელს მაინც ნუ შეგვიშლით! – გახარია ოპოზიციას მიმართავს

მაქსიმალურ ხარჯებს მივმართავთ სისტემური ინფრასტრუქტურის განახლებისთვის: მთავრობა 4 წლის განმავლობაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის დახარჯვას გეგმავს

ქვეყანაში უსაფრთხო გარემოს შექმნა ფუნდამენტური საკითხია, იმისთვის, რომ ჩვენი მოქალაქეები განვითარდნენ ნებისმიერ სფეროში: გახარია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები