LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენა დაიწყოს

73

უზბეკეთსა და საქართველოს შორის შესაძლოა პირდაპირი ავიარეისები დაინიშნოს – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, საქართველო-უზბეკეთის  საპარლამენტთაშორისო თანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მემორანდუმი ორი ქვეყნის პარლამენტებს შორის მჭიდრო თანამშრომლობას ითვალისწინებს. უზბეკეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზეც ისაუბრეს, სადაც გამოიკვეთა სერიოზული პერსპექტივა სხვადასხვა მიმართულებით, მათ შორის, სავაჭრო და ტურიზმის მიმართულებით.

„საუბარი გვქონდა ასევე პირდაპირ ფრენებზე უზბეკეთსა და საქართველოს შორის. ჩვენ ვფიქრობთ, რომ არის ძალიან დიდი პერსპექტივა ჩვენი ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების და ამაზე ძალიან აქტიურად ვიმუშავებთ საქართველოს მთავრობასთან ერთად”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g