უზენაეს სასამართლოსთან მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით გამართულ აქციაზე ასავალ-დასავალის ჟურნალისტი, ზაზა დავითაია დააკავეს.
მოსამართლეთა შერჩევის წესთან დაკავშირებით, უზენაესი სასამართლოდან პარლამენტთან, “ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების’’ ბლოკის წევრებისა და საზოგადოების წარმომადგენლების აქცია – მსვლელობა იმართება.
დაკავებას წინ უძღოდა ზაზა დავითაიასა და შალვა შავგულიძეს შორის უთანხმოება.
როგორც “ფორტუნას” შსს-ში განუცხადეს, დაკავება საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის გამო მოხდა.