LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ვაბოდებ ჩემს ქმარზე… ტიკტოკზე მხოლოდ ქართველები მაბულინგებენ”- მარიამ ლამაზი

20188
მარიამ ლამაზი

ცნობილი ინფლუენსერი და ტიკტოკერი მარიამ ლამაზი გადაცემა „დღის პოსტს”სტუმრობდა.

ინფლუენსერმა პირად ცხოვრებაზე – შვილებზე, მეუღლესა და კარიერაზე ისაუბრა:

ვაბოდებ ჩემს ქმარზე, ის ჰაიტელი ამერიკელია, ლამაზი, სიმპათიური, მაღალი და დაკუნთული. მეხუთე კლასიდან ვაბოდებდი რეპზე და მაშინ ვთქვი სწორედ აშერს უნდა გავყვე ცოლად-თქო”- ამბობს ინფლუენსერი.

მარიამ ლამაზმა გადაცემაში ასევე ისაუბრა, თუ როგორ გაიცნო თავისი მეუღლე სოციალური ქსელის მეშვეობით და როგორ მოხიბლა ის პირველი დანახვისთანავე:

„რომ შევხვდი, ეს იყო სიყვარული პირველივე წამიდან, რომ ჩავეხუტე, მე დავდნი…

ორი წელი ერთად ვიყავით, შემდეგ ოჯახი შევქმენით, მე თავიდანვე ვიგრძენი, რომ ამ ადამიანთან მინდა ყოფნა, ის საუკეთესო მეგობარი და მეუღლეა…” – ამბობს მარიამ ლამაზი.

მისი თქმით, მისი საქმიანობის გამო სოციალური ქსელის მომხმარებლები ხშირად აკრიტიკებენ, ძირითადად კი ქართველები:

„ეს შინაგან უბედურებას აჩვენებს… მაკრიტიკებენ, წერენ, რომ არ ვარ ლამაზი, მაქვს მუცელი და ასე შემდეგ”…-ამბობს ინფლუენსერი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g