LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ვაიმე, ცუდი გზა იყო და რაღაცა, არ მახსოვს… მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით” – შატილის ავარიას გადარჩენილი გოგონა

275
BeFunky-collage (6) (1)

შატილის გზაზე მომხდარი საზარელი ავარიის გადარჩენილ მგზავრებს საბედისწერო დღის დიდი ნაწილი არ ახსოვთ. მკურნალი ექიმების განცხადებით, სამივე მათგანს ამნეზია აქვს. შესაბამისად, საბედისწერო დღის შესახებ ისინი ინფორმაციას არ ფლობენ.

ნატალია თხელიძე “ტვ პირველთან” გარკვეული მოვლენების შესახებ ყვება, თუმცა უშუალოდ ავარიის მომენტს ვერ იხსენებს.

შატილში დაშავებული სამივე გოგონა თერაპიულ განყოფილებაში გადაიყვანეს: პაციენტები უკვე რეაბილიტაციას გადიან

“ჩემი მეხსიერება წყდება, თაფლის საყიდლად რომ გავჩერდით… მეტი არაფერი მახსოვს. ქარი იყო, გადმოვედით და ფოტოები ძლივს გადავიღეთ, მაგრამ ვაიმე, ცუდი გზა იყო და რაღაცა, ესე არ მახსოვს. გვინდოდა, რომ სადმე რესტორანში გავსულიყავით – ამბობს “ტვ პირველთან” საუბარში გადარჩენილი მგზავრი, რომელიც ახლაც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობს.

ლევან რატიანის თქმით, გადარჩენილ მგზავრებს სრული ამნეზია აქვთ.

“ის დღე საერთოდ არ ახსოვთ, სამწუხაროდ, სად წავიდნენ ან სად მიდიოდნენ. შატილის ისტორია საერთოდ ამოშლილია მათი მეხსიერებიდან, მაგრამ წარსული ყველაფერი ახსოვთ…ნატალია კითხულობს მეგობარს, მეორე გოგონა დას, მესამე ხუთ თანამშრომელს. ჩვენ ამ ფსიქოლოგიური ტრამვის შემდეგ ნამდვილად არ გვაქვს უფლება ვილაპარაკოთ… ასეთ შედეგს ასეთ მოკლე პერიოდში ნამდვილად არ ველოდებით, მაგრამ სასწაული მოხდა… სამივე კონტაქტურია, მეტ-ნაკლებად სამივე ადეკვატურია და იმედია, რეაბილატიციის პროცესს მალე დაუბრუდნებიან.”- განაცხადა ლევან რატიანმა.

ავარიაში მონაწილე მიკროავტობუსის ფოტო: “ჩნდება კითხვა: როგორ გადაჰყავდა 20 ადამიანი აღნიშნულ მიკროავტობუსს?”

23 აგვისტოს, შატილზე მომხდარ ავტოკატასტროფას 17 ადამიანი ემსხვერპლა. მიკროავტობუსი 80 მეტრის სიმაღლიდან გადაიჩეხა. ტრაგიკულ შემთხვევის გამო 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა.

Traveler.ge-ს ხელმძღვანელი: “გუშინ სიცოცხლე დამთავრდა ჩემთვისაც…ჩემს ადგილზე ყოფნას მათ ადგილზე ყოფნა ჯობია…”

რისკავს ყველა, ვინც გზაზე გადაადგილებას გადაწყვეტს: საქართველოს “შავი წერტილები”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები