ცნობილი ხდება, რომ ბუკინგემის სასახლეში ვაკანსიაა. საუბარია ადამიანზე, რომლის მოვალეობაც იქნება სასახლეში არსებული უზარმაზარი და ისტორიული ჭაღების წმენდა. ახალ კადრს კვირაში 20-დან 40 საათამდე სამუშაო დრო ექნება და მისი წლიური ანაზღაურება 22 600 ფუნტი სტერლინგით განისაზღვრება. ახალ კადრს განსაკუთრებულად მოუწევს მუშაობა სადღესასწაულო პერიოდში, რადგან ამ დროს ბუკინგემის სასახლე ყოველთვის განსაკუთრებულად ემზადება. ამისთვის კი ადმინისტრაცია დამატებით ანაზღაურებას გამოყოფს.
ცნობილია, რომ სასახლეში მუშაობის დაწყებამდე დასაქმებული სპეციალურ მომზადებას გაივლის სასახლის თანამშრომლებთან, რადგან ზუსტად იცოდეს ისტორიული ჭაღების და სხვა ძვირფასი ნივთების მოვლის სპეციფიკა.