LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკანსიების კვირეული იწყება

49

ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დასაქმების დეპარტამენტი ვაკანსიების კვირეულს გამართავს. სააგენტოს ინფორმაციით, კვირეული 22 სექტემბრიდან დაიწყება, თუმცა რეგისტრაცია დღეიდანაა შესაძლებელი. კვირეულში მონაწილეობისთვის მსურველები worknet.gov.ge -ზე უნდა დარეგისტრირდნენ, სარეგისტრაციო ბარათი ამობეჭდონ, თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობა და რეზიუმე. სააგენტოს ინფორმაციით, კვირეული თბილისსა და თელავში გაიმართება, საერთო ჯამში კი 500-მდე ვაკანსიაა გამოცხადებული.

დასაქმების სააგენტო HR.GE-ს დირექტორი ნოდარ შურღაია ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ სექტემბრის დასაწყისიდან ვაკანსიების რაოდენობა გაიზარდა. მისი თქმით, გასული კვირის მანძილზე 637 ვაკანსია გამოცხადდა, ძირითადი მოთხოვნა კი გაყიდვების სფეროს წარმომადგენლებზეა. გარდა ამისა, შურღაიას ინფორმაციით, ასევე გაიზარდა ვაკანსიების რაოდენობა ბუღალტერიის მიმართულებით.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს ვაკანსიებს, რეგისტრაცია ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

mazda magti 5g