LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვაკე-საბურთალოს და სოფელი დიღმის მცხოვრებლების ნაწილს წყალმომარაგება შეეზღუდებათ – იხილეთ ქუჩების ჩამონათვალი

269
წყალი

„ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ განცხადებით, 30 აგვისტოს, აღმაშენებლის ხეივანზე „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ წყალსადენის მაგისტრალური მილი, რომელიც ვაკე-საბურთალოს ნაწილს სასმელი წყლით ამარაგებს, ავარიულად დაზიანდა.

„კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

გადაუდებელი სამუშაოები დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან დაიწყება და მთელი ღამის განმავლობაში ინტენსიურ რეჟიმში შესრულდება.

აღნიშნულთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც დღეს, 30 აგვისტოს საღამოს 21:00 საათიდან, ხვალ, 31 აგვისტოს დილის 11:00 საათამდე, წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში: ვაჟა-ფშაველას I და II კვარტლებს, ვაჟა-ფშაველას გამზირის, III და V კვარტლების ნაწილს, ქავთარაძის ქუჩის და ყაზბეგის გამზირის ნაწილს. ნუცუბიძის I და II პლატოს, ნუცუბიძის ქუჩის და IV პლატოს ნაწილს.

ჩახავას, მაღალაშვილის, გეგეჭკორის, ბარათაშვილის, სხირტლაძის, ლორთქიფანიძის, ქუთათელაძის, ჩხეიძის, მიქელაძის, გამრეკელის, ნადარეიშვილის, დელისის, გაზაფხულის, თავხელიძის, ზაქარიაძის, ბუაჩიძის, გელოვანის, ჩიქოვანის, იოსელიანის, პოლიტკოვსკაიას, ფხაკაძის, ბანძელაძის, ჟღენტის და მიმდებარე ქუჩებს. ბუდაპეშტის, ლვოვის, ონიაშვილის, ასათიანის, შავგულიძის, მინდელის ქუჩების ნაწილს.

სოფელ დიღომში: დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის, მიხეილ მესხის, ფარნავაზის, ჩხიკვაძის, ჭელიძის, ხატაეთის, შერმადინის, ჯანიაშვილის, გორგასლის, გიორგი ბრწყინვალის და მიმდებარე ქუჩებს.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით”,- ნათქვამია ინფორმაციაში

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g