ვაკეში, ჭავჭავაძის გამზირზე #34 ხაზზე მოძრავი ავტობუსის მძღოლი სიცხისგან შეუძლოდ გახდა. შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც მძღოლი ავტობუსს მართავდა, თუმცა ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.
თავად ავტობუსის მძღოლი აცხადებს, რომ შეუძლოდ ძლიერი სიცხისგან გახდა, რის გამოც გონება დაკარგა. მძღოლს პირველადი დახმარება მგზავრებმა გაუწიეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენიმე წუთში გამოსწორდა.